ჰილარი კლინტონი – ჩვენს ქუჩებში ტანკები არ დადიან, მაგრამ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას თავს ესხმიან

08:53, 30.05.2019
ST LOUIS, MO - OCTOBER 09:  Democratic presidential nominee former Secretary of State Hillary Clinton listens to a question during the town hall debate at Washington University on October 9, 2016 in St Louis, Missouri. This is the second of three presidential debates scheduled prior to the November 8th election.  (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ჰილარი კლინტონმა ნიუ იორკში, ჰანთერის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი არ შეეწინააღმდეგა რუსეთის ჩარევას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია უარს ამბობს, უცხო ქვეყანა დაადანაშაულოს ჩვენს დემოკრატიაში ჩარევაში.

შესაძლოა ჩვენს ქუჩებში ტანკები არ დადიან, მაგრამ ჩვენ თვალწინ თავს ესხმიან კანონის უზენაესობის პრინციპს და ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. დღევანდელი ადმინისტრაცია ბევრჯერ ეცადა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სამოქალაქო უფლებების განადგურებას. მათ აკრძალეს ქვეყანაში მუსლიმების შემოსვლა, გაანადგურეს ტრანსგენდერი ამერიკელების დაცვის მექანიზმები, გამოუცხადეს ომი ფერადკანიანი, ღარიბი და ახალგაზრდა მოქალაქეების საარჩევნო უფლებებს. ჩვენი მთავრობა საზღვარზე მშობლებს ართმევს ბავშვებს და მათ საკნებში სვამს. მეტიც, ჩვენი ადმინისტრაცია უარს ამბობს, დაადანაშაულოს უცხო ქვეყანა, რომელიც ჩვენს დემოკრატიას დაესხა თავს.

ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა მომავალში მაინც იყოს დაცული, მიუხედავად პროფესიონალების განცხადებისა, რომ თავდასხმები კვლავ მოსალოდნელია“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მსგავსი