ჰილარი კლინტონი – ჩემი გული ახლა პარიზშია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ჩემი გული ახლა პარიზშია, – წერს ჰილარი კლინტონი.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კაცობრიობის ერთიანობის სიმბლოა.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის სიმბოლო, რომ კაცობრიობას დიადი მიზნისთვის გაერთიანება შეუძლია, რათა ააშენო სულისშემძვრელი სალოცავები, რომელთა აგება ერთ ადამიანს არ შეუძლია. ვუსურვებ საფრანგეთს ძალასა და ერთიან მიზანს მაშინ, როდესაც ისინი გლოვობენ და მაშინაც, როდესაც დამწვარის აღდგენას დაიწყებენ“, – წერს ჰილარი კლინტონი.
არიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
ხანძარი ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.
My heart goes out to Paris. Notre Dame is a symbol of our ability as human beings to unite for a higher purpose—to build breathtaking spaces for worship that no one person could have built on their own. I wish France strength and shared purpose as they grieve and rebuild.
— Hillary Clinton (@HillaryClinton) April 15, 2019