ჰილარი კლინტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ჰილარი კლინტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ჰილარი კლინტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ნიუ-იორკის ტელეკომპანია „ნიუს12-თან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.

პოლიტიკოსის განმარტებით, ის საკუთარი იდეებისთვის ბრძოლას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, თუმცა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.

ჰილარი კლინტონმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობისთვის სამაგალითო პოლიტიკოსები იბრძოლებენ.  ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაგალითად ბერნი სანდერსი, კამალა ჰარისი, ემი კლობუჩასი და ელიზაბეტ უორენი მოიყვანა.

ჰილარი კლინტონის განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატებს საპრეზიდენტო არჩევნებში კონსულტაციას გაუწევს.

ამასთან „სიენენი“ იუწყება, რომ ჰილარი კლინტონი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ჯერ რა წაუყენებია, თუმცა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად მიიჩნევა.

ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ მიიღო მონაწილეობა. პირველად მან საკუთარი კანდიდატურა 2008 წელს წამოაყენა, თუმცა დემოკრატიული პარტიიდან მაშინ ბარაქ ობამამ გაიმარჯვა. 2016 წლის არჩევნებში კი, თეთრი სახლი რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა.