„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით ლიბან-ისრაელის საზღვარზე ისრაელის არმიის პოზიციებს დაარტყეს
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით ლიბან-ისრაელის საზღვარზე ისრაელის არმიის პოზიციებს დაარტყეს

„ჰეზბოლას“ განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატებით ლიბან-ისრაელის საზღვარზე ისრაელის არმიის პოზიციებს დაარტყეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მათივე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები სავსე იყო „დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებებით“, თუმცა რა შედეგი მოჰყვა დარტყმებს, ჯერ ცნობილი არ არის.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით არაერთი შეტევა დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ამჟამად ისინი „ჰეზბოლას“ ობიექტებს უტევენ.