„ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ყასემი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას „ბოლო ამოსუნთქვამდე“ გააგრძელებს

17:45, 10.04.2026

„ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას „ბოლო ამოსუნთქვამდე“ გააგრძელებს.

„ჩვენ არ დავეთანხმებით წინა ვითარებაში დაბრუნებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებაში მყოფებს, შეწყვიტონ თავისუფალი კომპრომისები“, – განაცხადა ნაიმ ყასემმა და ისრაელი, 2024 წლის ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ახალი თავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ არ გვეშინია მტრის მუქარის ან იარაღის, რადგან ჩვენ ვართ მიწის მფლობელები“, – აღნიშნა ნაიმ ყასემმა.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობას ლიბანთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა. თეირანი აცხადებს, რომ ლიბანში თავდასხმების გაგრძელებას არ შეეგუება.

მსგავსი