„ჰეზბოლას“ ლიდერი - ისრაელთან შეთანხმებით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა არაბიზმს უღალატა
„ჰეზბოლას“ ლიდერი - ისრაელთან შეთანხმებით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა არაბიზმს უღალატა

ისრაელთან შეთანხმებით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა არაბიზმს უღალატა – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფება, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა.

„ჰეზბოლას“ ლიდერის თქმით, ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით, აბუ დაბიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პირადი საარჩევნო სარგებელი მისცა.

„ეს არის ისლამის და არაბიზმის ღალატი. ეს იერუსალიმის და პალესტინელი ხალხის ღალატია“ – აღნიშნა ჰასან ნასრალამ.

თავის გამოსვლაში „ჰეზბოლას“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ შიიტური დაჯგუფება ბეირუთის პორტის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდება და თუკი რაიმე მტკიცებულება იქნა ნაპოვნი ისრაელის ჩარევის შესახებ, ამას მასობრივი ანგარიშსწორება მოჰყვება.

13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.