„ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს
Hezbollah leader Sayyed Hassan Nasrallah delivers his first address since the October conflict between Palestinian group Hamas and Israel, from an unspecified location in Lebanon, in this screenshot taken from video obtained November 3, 2023. Al-Manar via REUTERS THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY. NO RESALES. NO ARCHIVES
„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნასრალამ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი სამხრეთ ფრონტი აგრძელებს მტერზე ზეწოლას ადამიანურ, მატერიალურ, სამხედრო და ეკონომიკურ დონეზე”, – ამბობს ნასრალა.
მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე წააგო ეს ომი, და ისრაელის რაფაჰში შეჭრა ვერ შეცვლის ამ მოცემულობას.
„ბრძოლიდან ხუთი თვის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვერ შეძლო რაიმე გამარჯვების პერფომანსი წარმოედგინა. „ჰამასი“ არ დამარცხებულა და ახლაც შეუძლია, მოლაპარაკებებზე საკუთარი პირობები წამოაყენოს”, – განაცხადა ნასრალამ.
„ჰეზბოლას“ ლიდერმა ასევე დაგმო აშშ-ის პოზიცია ისრაელი-ღაზის ომის მიმართ და მას თვალთმაქცური უწოდა“.
„არ ვფიქრობ, დედამიწაზე ვინმეს სჯეროდეს, რომ ბაიდენს არ შეუძლია ღაზაში ომის შეჩერება“, – აღნიშნა ნასრალამ.
მისი განცხადებით, „ბაიდენი ამ ომს შეაჩერებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით და იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ხელს არ შეუშლის“.