„ჰეზბოლამ“ ისრაელის პოზიციების მახლობლად სარაკეტო იერიში განახორციელა, რასაც ისრაელმა ავიადარტყმებით უპასუხა
„ჰეზბოლამ“ ისრაელის პოზიციების მახლობლად სარაკეტო იერიში განახორციელა, რასაც ისრაელმა ავიადარტყმებით უპასუხა

ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ისრაელის პოზიციების მახლობლად სარაკეტო იერიში განახორციელა, რასაც ისრაელმა ავიადარტყმებით უპასუხა.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ათეული რაკეტით სადავო შებაას მეურნეობების ზონა დაიბომბა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში ლიბანის ტერიტორიაზე მიიტანა. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ ლიბანიდან ისრაელის სასაზღვრო ზონაში ათზე მეტი რაკეტა ისროლეს, რის გამოც სამხრეთ ლიბანზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა.

ორდღიანი დაძაბულობის შემდეგ, ისრაელის ზემო გალილეაში და გოლანის მაღლობებზე საჰაერო თავდაცვის სისტემის განგაშის სიგნალები ჩაირთო.