„ჰეზბოლა“ - საუდის არაბეთმა ლიბანს ომი გამოუცხადა
„ჰეზბოლა“ - საუდის არაბეთმა ლიბანს ომი გამოუცხადა

საუდის არაბეთმა ლიბანს ომი გამოუცხადა. პოსტიდან წასული პრემიერ-მინისტრის, ჰარირის შინაპატიმრობა კი ლიბანის შიდა საქმეებში უპრეცედენტო ჩარევაა. ამის შესახებ ლიბანური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ლიდერმა განაცხადა.

ჰასან ნასრალას თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადებაც საუდის არაბეთის მოქმედების შედეგია.

“ჰეზბოლას” ლიდერი ფიქრობს, რომ ლიბანის მთავრობა კვლავ ლეგიტიმურია და თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

ნასრალამ ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის მიერ დაგეგმილ სცენარში ჩართულია ისრაელიც, რომელსაც ლიბანის დაზარალება სურს.

ლიბანში ამბობენ, რომ საუდის არაბეთმა ბეირუთში სასურველი პოლიტიკა ვერ განახორციელა და ასევე მარცხი განიცადა რეგიონის ყველა არენაზე.