„ჰეზბოლა“ - ისრაელის მიერ „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობა უპასუხოდ არ ჩაივლის
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არაურის მკვლელობას უპასუხებენ.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს დანაშაული არ ჩაივლის უპასუხოდ და სასჯელის გარეშე“, – აღნიშნულია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.
„ჰეზბოლაში“ ასევე აცხადებენ, რომ მათი მებრძოლები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან პასუხის გასაცემად. დაჯგუფების განცხადებით, მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო გაამხნევებს პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობას.
„კრიმინალური მტერი, რომელმაც ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების, მკვლელობებისა და განადგურების შემდეგ ვერ შეძლო ღაზის დამორჩილება, მკვლელობის პოლიტიკას მიმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.