ჰერვე ბლეჟანი - ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთი სერიოზული სიგნალი ის კონკრეტული შედეგები იქნება, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობით მივიღეთ
ჰერვე ბლეჟანი - ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთი სერიოზული სიგნალი ის კონკრეტული შედეგები იქნება, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობით მივიღეთ

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილე და ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე ის კონკრეტული შედეგები იქნება ნაჩვენები, რაც ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობით არის მიღებული. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სიგნალი, რაც ნატო-ს ივლისის სამიტზე გაკეთდება არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოსთან და განსაკუთრებით საზღვაო დაცვასთან თანამშრომლობით. წინა სამიტის შემდეგ ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, როგორებიც არის თანამშრომლობა საზღვაო ოპერაციებში და ასევე საზღვაო ძალების სერტიფიცირების საკითხი, რომლებიც ჩვენ მაგალითისთვის შეგვიძლია ვაჩვენოთ სახელმწიფო მეთაურებს და ვუთხრათ, რომ ეს არის კარგი თანამშრომლობის შედეგი“, – განაცხადა ჰერვე ბლეჟანიმ.