ჰერმან საბო - „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენთან კონსულტაციები არ ჰქონია, პრორუსულ პარტიად გვთვლიან თუ რატომ არ გველაპარაკებიან? ასეთ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
ჰერმან საბო - „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენთან კონსულტაციები არ ჰქონია, პრორუსულ პარტიად გვთვლიან თუ რატომ არ გველაპარაკებიან? ასეთ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ როგორც ამბობს, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან აქვს კონსულტაციები, თუმცა არ ჰქონდათ ჩვენთან კონსულტაციები. სიამოვნებით ვკითხავდი, პრორუსულ პარტიად გვთვლიან, თუ რატომ არ გველაპარაკებიან, ასეთ პროცესში ჩვენ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბოს თქმით, ნებისმიერ გაერთიანებას მარტო მაშინ ექნება შინაარსი, თუ ეს იქნება იდეის გარშემო გაერთიანება.

„რაც შეეხება გაერთიანების ამბავს, მგონია, რომ ნებისმიერ გაერთიანებას მარტო მაშინ ექნება შინაარსი, თუ ეს იქნება იდეის გარშემო გაერთიანება, როგორი ქვეყანა იქნება მას შემდეგ, თუ ეს გაერთიანება მოვა ხელისუფლებაში, თუ ასეთი საუბრები არ მიდის და იდეების გარშემო არ ერთიანდებიან, უამრავი ასეთი გაერთიანება გვინახავს აქამდეც და მათი შედეგი ის ყოფილა, რომ ერთი ბატონი იცვლებოდა, მეორე ბატონით. ასეთ პროცესში ჩვენ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ის შეფასება, რომ ვინც ამ პროცესის ნაწილი არ იქნება, გაირიყება და ასევე ბატონი ვაშაძის ნათქვამი, მე რომ 76 ხმა მქონდეს პარლამენტში, ოპოზიციას საერთოდ არ ვკითხავდი, რა კანონი მივიღოო, ძალიან ჰგავს იმას, თუ როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ დღეს. ისინიც კანონის მიღებისას ძალიან იშვიათად ითვალისწინებენ ოპოზიციის იდეებს და შეუძლიათ თვითონ ცალკე აწარმოონ პოლიტიკური პროცესი. აქედან გამომდინარე, მათ ადგილას უფრო ფრთხილი უნდა იყოს ადამიანი. თუ გინდა, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლო, მათზე ცოტა უკეთესი უნდა იყო. თუ ახლავე იძლევი დაპირებებს, მე რომ ვიქნები ხელისუფლებაში ისევე მოვიქცევი, როგორც „ქართული ოცნებაო“, ეს პოლიტიკურად წამგებიანია“, – განაცხადა საბომ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტია „დიდი პროქართული, პროევროპული ოპოზიციის იდეაზე მუშაობს“.