ჰერმან საბო – რობინ დანიგანი იდეოლოგიურად უფრო დემოკრატების კანდიდატი იყო და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ელჩის გამოცვლაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ

15:16, 06.06.2025

რობინ დანიგანი იდეოლოგიურად უფრო დემოკრატების კანდიდატი იყო და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ელჩის გამოცვლაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო რესპუბლიკელებისაა და შეიძლება, რეგიონში მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე ყურადღების მისაქცევად თავისიანი ადამიანს დანიშვნა უნდათ.

„რა თქმა უნდა, ვერ გამორიცხავს ადამიანი, რომ მართლა ოჯახის მისახედად მიდიოდეს პოლიტიკიდან. ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლა ერთია და მეორეა სხვაგან წასვლა. ამ შემთხვევაში ქალბატონმა დანიგანმა თქვა, რომ საერთოდ მივდივარო, უფრო დამაჯერებელია მისი ნათქვამი. თუმცა, ზოგადად, არც უნდა გამოირიცხოს, რომ ქალბატონი დანიგანი იდეოლოგიურად უფრო დემოკრატების კანდიდატი იყო და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ელჩის გამოცვლაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, როგორც წესი, პრაქტიკაა. ახალი ადმინისტრაცია უფრო რესპუბლიკელებისაა, შეიძლება იმ მიმართულებას, რომელსაც ისინი პრიორიტეტად მიიჩნევენ რეგიონში, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და უფრო თავისიანი ადამიანის დანიშვნა უნდათ, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს: „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

მსგავსი