ჰერმან საბო - რიტორიკის ნაწილში მმართველ გუნდს უფრო რბილად რომ ესაუბრა, შეიძლება, ჩვენი შანსები კანდიდატის სტატუსის პროცესში უფრო მაღალი ყოფილიყო
ჰერმან საბო - რიტორიკის ნაწილში მმართველ გუნდს უფრო რბილად რომ ესაუბრა, შეიძლება, ჩვენი შანსები კანდიდატის სტატუსის პროცესში უფრო მაღალი ყოფილიყო

პრეზიდენტის განცხადებები სრულიად თანხვედრაშია ჩვენი გუნდის განცხადებებთან და განწყობებთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ევროპარლამეტარებსა და ზოგადად ევროპაზე გაუგებარი განცხადებები კეთდება.

„​ვთვლით, რომ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს, კანდიდატის სტატუსს პროცესს უფრო მომზადებული შევხვედროდით. რიტორიკის ნაწილში მმართველ გუნდს უფრო რბილად რომ ესაუბრა, შეიძლება, ჩვენი შანსები უფრო მეტად მაღალი ყოფილიყო. ფაქტები არ მაქვს, რომ ჩვენი რომელიმე ოპოზიციონერი კოლეგა ასეთ საქმიანობას ეწეოდეს. იმ პროცესის პარალელურად, რასაც ახლა საქართველო გადის, არ შეიძლება, პირად პარტიულ ინტერესებს ყველაფერი გადავაყოლოთ. ხელისუფლების მიმართ ჩვენი კრიტიკა მაქსიმალურად მოზომოლი უნდა იყოს მეგობრებთან და არა ქვეყნის შიგნით. აქ სტანდარტული პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.