ჰერმან საბო - რეზოლუციის ტექსტი ისეთი არ არის, რომელზეც ხელი უნდა ჩაიქნიო, მასში უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად ჩანს, მაგრამ რაღაც ცალყბად გაღიმებასავით არის
ჰერმან საბო - რეზოლუციის ტექსტი ისეთი არ არის, რომელზეც ხელი უნდა ჩაიქნიო, მასში უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად ჩანს, მაგრამ რაღაც ცალყბად გაღიმებასავით არის

ოპოზიციონერ დეპუტატს, ჰერმან საბოს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მაინც წინგადადგმული ნაბიჯია და მეგობრების თავისუფლებისთვის ბრძოლაში მიტოვებას სჯობს.

როგორც ჟურნალისტებს საბომ განუცხადა, რადას დეპუტატების განცხადებები რეზოლუციაზე დიპლომატიური მადლობის მოხდა იყო.

„მარტივი დიპლომატიაა, რომ როცა შენს ქვეყანს რაიმე ფორმით მხარს უჭერენ, ნაჩუქარ ცხენს კბილები არ გაუსინჯო. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრად უფრო ესიამოვნებოდათ და ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა, რომ რეზოლუციაში რუსეთი მოხსენიებული ყოფილიყო, რადგან ამ კონფლიქტში აგრესორი სწორედ რუსეთია. რეზოლუციის ტექსტი ისეთი არ არის, რომელზეც ხელი უნდა ჩაიქნიო, მასში უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად ჩანს, მაგრამ რაღაც ცალყბად გაღიმებასავით არის და არაბოლომდე მყარად მორალური ტექსტია“, – განაცხადა საბომ.

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. რეზოლუცია მიღებულია 74 მომხრე ხმით, წინააღმდეგი არავინ წასულა.