ჰერმან საბო - „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, ჯანსაღი და კარგი პროცესია, მე ძალიან მომწონს
ჰერმან საბო - „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, ჯანსაღი და კარგი პროცესია, მე ძალიან მომწონს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, ჩემი აზრით, ძალიან ჯანსაღი და კარგი პროცესია, მე ძალიან მომწონს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, გერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, ცოდნაც და ცდილობენ, იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, ტოვებენ პარტიას და აგრძელებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტში.

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, ჩემი აზრით, არის ძალიან ჯანსაღი და კარგი პროცესი. მე ძალიან მომწონს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ამ პარტიის მთავარი წებო, რაც იყო მიხეილ სააკაშვილი და სააკაშვილის ერთკაციანი პარტია, ეს სიტუაცია შეიცვალა და შეიძლება, სააკაშვილის პარტია იმდენად აღარ არის, რამდენადაც თავიდან იყო. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, ცოდნაც და ცდილობენ, იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, ტოვებენ პარტიას და აგრძელებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტში. ეს ძალიან კარგია.

მე მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დეპუტატებსაც, რომლებსაც აქვთ ამბიცია, დამოუკიდებლად რაღაც სიტყვა ეთქმით და აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია და ეს გააჩენს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პატარ-პატარა, თუნდაც ერთკაციან პატარა პარტიებს, რომლებსაც შეიძლება, თავისი ნიშა ჰქონდეთ. იმედი მაქვს, ამ დამოუკიდებელი დეპუტატებისთვისაც ისეთი მნიშვნელოვანი გახდება დაბალი ბარიერი ან ბუნებრივი ბარიერი, როგორც ჩვენთვის არის. ჩვენ გვგონია, რომ ეს დეპოლარიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია – დაბალ ბარიერზე შეთანხმება ოპოზიციაში და მერე გატანა ხელისუფლებასთან ერთად. ველოდები მათ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვერდით“, – განაცხადა ჰერმან საბომ.