ჰერმან საბო - მელიას განცხადება შესაძლოა, იყოს ჩვენება, რომ აქამდე რაღაცას ვერ ვახერხებდით და ახლა ახალი ხმები მოვა, სინამდვილეში, ახალი ხმები გულწრფელ იდეებს მოაქვს
ჰერმან საბო - მელიას განცხადება შესაძლოა, იყოს ჩვენება, რომ აქამდე რაღაცას ვერ ვახერხებდით და ახლა ახალი ხმები მოვა, სინამდვილეში, ახალი ხმები გულწრფელ იდეებს მოაქვს

ნიკა მელიას განცხადება შეიძლება, იყოს იმის იმიტაცია, ჩვენება, თითქოს აქამდე რაღაცას ვერ ვახერხებდით და ახლა საქართველოში ეს პატარა ცვლილება პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლის, ახალი ხმები მოვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჰერმან საბო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

ჰერმან საბოს თქმით, ახალი ხმები გულწრფელ და გასაგებ იდეებს მოაქვს.

„სინამდვილეში, ახალი ხმები ახალ იდეებს, გასაგებ იდეებს და ისეთ იდეებს მოაქვს, რომელიც გულწრფელია. იდეა, რომ ბიძინა გადავირჩიოთ, რადგან მიშა ჯობია, ალბათ უკვე ათჯერ გავტესტეთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს იდეა ათჯერ გატესტა სხვადასხვა არჩევნებზე და ყველა არჩევნები წააგო. აქედან გამომდინარე, მგონია, ნიკა მელია უნდა ეძებდეს ახალ ხმებს არა რაღაც ტექნიკური ხელსაწყოებით – უკეთესი რეკლამა როგორ გაუშვას „ფეისბუქით“ ან როგორ დაელაპარაკოს ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ, რადგან პერეპექტივა ვერ დაინახეს, არამედ ადამიანებს უნდა დაელაპარაკო იდეით, რატომ უნდა მისცეს ხმა, რატომ უნდა მოუნდეს საქართველოში დაბრუნება. ასევე, რით იქნება მელიას საქართველო უკეთესი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის საქართველო. რაც არ უნდა დაიხმარო ვინმე, ამ იდეის გარეშე მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება იქნება, რაც იმავე შედეგს დატოვებს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.