ჰერმან საბო - ლოგიკური იქნებოდა, ოპოზიციურ სპექტრს მოეფიქრებინა, რას აკეთებს რიგგარეშე სხდომაზე, ჩვენი ნებისმიერი კონსულტაცია იმით სრულდებოდა, თქვენ სხვა რაღაც გინდათო, ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ
ჰერმან საბო - ლოგიკური იქნებოდა, ოპოზიციურ სპექტრს მოეფიქრებინა, რას აკეთებს რიგგარეშე სხდომაზე, ჩვენი ნებისმიერი კონსულტაცია იმით სრულდებოდა, თქვენ სხვა რაღაც გინდათო, ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ

ლოგიკური იქნებოდა, ოპოზიციურ სპექტრს მოეფიქრებინა, რას აკეთებს რიგგარეშე სხდომაზე, ჩვენი ნებისმიერი კონსულტაცია იმით სრულდებოდა, რომ თქვენ სხვა რაღაც გინდათო, ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე სესია იქნება პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.

„რიგგარეშე სესიის მოთხოვნა წინარე სამუშაოების გარეშე პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ამბავი იქნება და ეს სესია გახდება ერთმანეთისთვის სახელების ძახილის ადგილი – ვინ მტერია და ვინ მოყვარე. ეს მაშინ, როცა ჩვენი მეგობრები ელოდებიან, რომ ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ქმედება იქნება გადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, რაც მოითხოვს მუშაობას, ერთმანეთთან ომის შეწყვეტას. ლოგიკური იქნებოდა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთად დამჯდარიყო და მოეფიქრებინა, რას აკეთებს რიგგარეშე სხდომაზე. ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არ გვაწყობს, ასევე გვინდა, რომ საარჩევნო ბლოკები დაშვებული იყოს და ა.შ. ამაზე ოპოზიციის მხრიდან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა და ჩვენი ნებისმიერი კონსულტაცია იმით სრულდებოდა, რომ თქვენ სხვა რაღაც გინდათო. ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ. პრეზიდენტი სესიას ჩანიშნავს თუ არა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რიგგარეშე სესია იქნება პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. თუ ამ ლოგიკას პრეზიდენტი გაჰყვება, ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას არ ჩანიშნავს. ამის საპირისპიროდ შეიძლება, სესია შალვა პაპუაშვილმა ჩანიშნოს, რაღა ამ სესიაზე აჩვენოს, თუ რამდენად მოუმზადებელი მოვიდა ოპოზიცია თავისი მოთხოვნებით“, – განაცხადა ჰერმან საბომ.