ჰერმან საბო - ევროპარლამენტარები ხვდებიან, რომ საქართველოს აქვს ბევრი პრობლემა, რომელთა მოგვარება კოსმეტიკური ცვლილებებით თითქმის შეუძლებელია, რეფორმებს გაბედული ნაბიჯები სჭირდება
ჰერმან საბო - ევროპარლამენტარები ხვდებიან, რომ საქართველოს აქვს ბევრი პრობლემა, რომელთა მოგვარება კოსმეტიკური ცვლილებებით თითქმის შეუძლებელია, რეფორმებს გაბედული ნაბიჯები სჭირდება

„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ევროპარლამენტარები ხვდებიან, რომ საქართველოს აქვს ბევრი სერიოზული პრობლემა, რომელთა მოგვარება კოსმეტიკური ცვლილებებით თუ არსებული ტემპით თითქმის შეუძლებელია.

მისივე თქმით, რეფორმებს გაბედული ნაბიჯები სჭირდება, რაც ჯერ არ ჩანს.

„მართლმსაჯულების რეფორმის უამრავი ტალღა ვნახეთ, თუმცა, რეალურად, თითქმის ისეთივე სასამართლო და იგივე პრობლემები გვაქვს, რაც გვქონდა. უამრავი სფეროა, სადაც პრობლემებია, იქნება ეს ეკონომიკა, მართლმსაჯულება თუ სხვა. რეფორმებს გაბედული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რაც ჯერ არ ჩანს და ამაზე მიგვანიშნებენ ევროპარლამენტში.

შეიძლება, უცებ ბევრი პრობლემა ვერ აღმოვფხვრათ, მაგრამ მიმართულება მაინც უნდა ვაჩვენოთ, რომ პრობლემები გავიაზრეთ და რაღაც ნაბიჯებს ვდგამთ. 12 რეკომენდაციაც მონახაზია იმ პრობლემების, რაც გვაქვს. კონცეპტუალურადაა გასააზრებელი, ქვეყანაში რა არის შესაცვლელი და არ უნდა იყოს დამოკიდებულება, დღევანდელ მართლმსაჯულებას ცოტა რა დავამატოთ და ცოტა რა მოვაკლოთ“, – განუცხადა ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს.