ჰერმან საბო -  „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ჩვენ შეგვირიგდეს, არჩევნების შემდეგ რომ გაგვებუტნენ და აღარ გვემეგობრებიან
ჰერმან საბო -  „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ჩვენ შეგვირიგდეს, არჩევნების შემდეგ რომ გაგვებუტნენ და აღარ გვემეგობრებიან

დღეისათვის ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არ აქვს და დღის წესრიგში ამ თემის დატოვება მხოლოდ ზოგიერთი პატარა პარტიის თვითრეალიზაციას ემსახურება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, შერიგების იდეა კარგია, თუმცა მას კონკრეტიკა და თანმიმდევრულობა სჭირდება

„არ მგონია, რომ პარალელურად შეიძლებოდეს, რიგგარეშე არჩევნები დავაყენოთ ულტიმატუმად და ვისაუბროთ შერიგებაზე. ვხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია რიგგარეშე არჩევნებსა და შერიგებას ერთდროულად არ ახსენებს, მათი რიტორიკა უმეტესად გადართულია შერიგებაზე, თუმცა რთულია წარმოვიდგინოთ, შერიგება როგორ წარმოუდგენიათ. ამ თემაზე სასაუბროდ ჯერ პოლიტიკური სივრცე მზად არ არია. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ შერიგებაზე საუბრობს, ისინი ჯერ ჩვენ შეგვირიგდნენ, არჩევნების შემდეგ რომ გაგვებუტნენ და აღარ გვემეგობრებიან. ეს შეიძლება იყოს მაგალითი იმისთვის, თუ რა ფორმით შეიძლება, პოლიტიკურ პარტიებს შორის ისევ დიალოგი დაიწყოს. როცა გვინდა, ოპოზიციის გეგმებზე მეტი გავიგოთ და კითხვას სვამთ, ამას ისინი აღიქვამენ თავდასხმად და „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულ ადამიანებს გვეძახიან. მათი რიტორიკა რომ შერიგება მოხდეს, შეუთავსებელია მათ წინადადებასთან. როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ მაღლა ტემპერატურას ვეღარ წევს, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია მდორედ მიდის და ახლა ისეთი თემა სჭირდებოდათ, რაზეც იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ წავა, მაგრამ იმისთვის, რომ მაღალი ტემპერატურა შეინარჩუნონ, შერიგების თემა შემოიტანოს. ეს თემა იდეით კარგია, მაგრამ კონკრეტიკა და თანმიმდევრულობა სჭირდება, რომ შერიგებაზე მოლაპარაკე თავი და მისი სხეული სხვადასხვა რამეს არ აკეთებდნენ“, – განაცხადა საბომ.

დატოვე კომენტარი