ჰერმან საბო - დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ფინეთს ნატო-ში მიიღებენ, საქართველოს კიდევ ერთი ძალიან კარგი მეგობარი ეყოლება, რომელიც სიტყვას შეგვაწევს, როცა გადაწყვეტილება იქნება მისაღები
ჰერმან საბო - დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ფინეთს ნატო-ში მიიღებენ, საქართველოს კიდევ ერთი ძალიან კარგი მეგობარი ეყოლება, რომელიც სიტყვას შეგვაწევს, როცა გადაწყვეტილება იქნება მისაღები

ფინეთს ჩვენი ბევრი პრობლემა ძალიან კარგად ესმის, რადგან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან. უკრაინის კონფლიქტის დროს ფინეთმა გადაწყვიტა ის, რაც აქამდე არ გადაუწყვეტია, ეს არის ნატო-ში გაწევრიანება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა, რომელიც სკანდინავიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაშია.

მისი თქმით, ფინელები ხვდებიან საქართველოს პრობლემებსა და გამოწვევებს.

„აქედან გამომდინარე, ბევრად მეგობრული იყვნენ, ვიდრე დანარჩენი ქვეყნები. ფინეთმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოს დაეხმაროს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში, რომლის წევრებიც თავად არიან. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ფინეთს ნატო-ში მიიღებენ, საქართველოს კიდევ ერთი ძალიან კარგი მეგობარი ეყოლება, რომელიც სიტყვას შეგვაწევს, როცა გადაწყვეტილება იქნება მისაღები. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც კონფლიქტის ფარგლებში შეიძლება საქართველოს ჰქონდეს. ფინეთის მხარეს ვუთხარით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ქართველ ერს გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი ადგილია ევროპაში და რუსეთს ვერავინ გადაახდევინებს იმ საერთაშორისო წესრიგს, რაც დგას ერთმანეთის პატივისცემაზე, ერთმანეთის საზღვრების ურღვევობაზე“, – განაცხადა ჰერმან საბომ.