ჰერმან საბო - ცვლილებებით უნდა გამოირიცხოს ერთპიროვნული მმართველობა და არა ვეძებოთ ის ალქაჯები, რომლებსაც პუნქტებს თუ აკმაყოფილებენ, მონაწილეობა არ მივაღებინოთ პოლიტიკურ საქმიანობაში
ჰერმან საბო - ცვლილებებით უნდა გამოირიცხოს ერთპიროვნული მმართველობა და არა ვეძებოთ ის ალქაჯები, რომლებსაც პუნქტებს თუ აკმაყოფილებენ, მონაწილეობა არ მივაღებინოთ პოლიტიკურ საქმიანობაში

სამუშაო ჯგუფის მიზანი უნდა იყოს სტრუქტურული ცვლილებების მომზადება, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნულ მმართველობას და არა ის, რომ ალქაჯები ვეძებოთ, რომლებიც პუნქტებს თუ აკმაყოფილებენ, არანაირი მონაწილეობა არ მივაღებინოთ პოლიტიკურ საქმიანობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბობ განაცხადა,

მისივე თქმით, მომავალში ოლიგარქიული მმართველობა რომ გამოირიცხოს, ამის საფუძველია, თუ ხელისუფლება ბუნებრივ ბარიერსა და პროპორციულ არჩევნებს დათანხმდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჰერმან საბობ განუცხადა, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ძალიან ბევრი თვალსაზრისით ხარვეზიანია.

„უკრაინული კანონი ძალიან ბევრი თვალსაზრისით ხარვეზიანია. მასზე შეფასება ვენეციის კომისიას არ დაუდვია და შეიძლება, არც დადოს უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მაგრამ მგონია, რომ მთელი ეს პროცესი არ უნდა იყოს კანონზე აქცენტირებული. ევროპელები დეოლიგარქიზაციის პუნქტზე არაფერს გვეუბნებიან, გვეუბნებიან მხოლოდ იმას, რომ დასხედით, მოიფიქრეთ, რა არის სწორი და დაწერეთო. რასაც გვეტყვით, დეოლიგარქიზაციაა, ის იქნებაო. 12 პუნქტი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლების ვერტიკალი შეამციროთო და ამ კანონით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ხელისუფლების გავლენას და მომავალ ხელისუფლებებს შესაძლებლობა ექნებათ, ოპოზიციონერებს ამ კანონით რაღაც პრობლემები შეუქმნან. ამიტომ, სამუშაო ჯგუფის მიზანი უნდა იყოს სტრუქტურული ცვლილებების მომზადება, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნულ მმართველობას და არა ის, რომ ალქაჯები ვეძებოთ, რომლებიც პუნქტებს თუ აკმაყოფილებენ, არანაირი მონაწილეობა არ მივაღებინოთ პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩვენთვის დეოლიგარქიზაციად ჩაითვლებოდა ის, თუ ხელისუფლება ბუნებრივ ბარიერსა და პროპორციულ არჩევნებზე წამოვიდოდა. ეს საფუძველია, რომ მომავალში ოლიგარქიული მმართველობა გამოირიცხოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.