ჰერმან საბო - ვერ წარმომიდგენია, ტექნიკური მთავრობა როგორ უნდა შეიქმნას, ისეთი ანგელოზები თუ გვყავდნენ, შეუძლიათ, საქართველოს ექვს თვეში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიაღებინონ, აქამდე სად იყვნენ
ჰერმან საბო - ვერ წარმომიდგენია, ტექნიკური მთავრობა როგორ უნდა შეიქმნას, ისეთი ანგელოზები თუ გვყავდნენ, შეუძლიათ, საქართველოს ექვს თვეში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიაღებინონ, აქამდე სად იყვნენ

კარგად ვერ წარმომიდგენია, ტექნიკური მთავრობა როგორ უნდა შეიქმნას და თუ ისეთი ანგელოზები გვყავდა, ვისაც შეუძლია, საქართველოს ექვს თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიაღებინოს, აქამდე სად იყვნენ? ან რა ლეგიტიმაცია აქვთ? ან როგორ აირჩევიან? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე ამ პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკოსების გარეშე.

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ მხრივ, რომ ადამიანებს ვიპოვით, რომლებიც არც ერთ პარტიასთან აფილირებული არ არიან და ყველა შეთანხმდება, რომ ეს ადამიანი თავს კარგად გაართმევს ან თავდაცვის მინისტრობას, ან ფინანსთა მინისტრობას. ამ კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელი არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი. არ მგონია, რომ აქციაზე ხალხი ვიღაცის დაძახებულზე გამოვიდა, იმის გამო გამოვიდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გამოცდა ვერ ჩააბარა, რომელიც ევროკავშირმა დაგვიყენა. შეიძლება, ვიღაცამ ივენთი გააკეთა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამ მუხტის მატარებლები არიან“, – განაცხადა საბომ.