The Heritage Foundation – საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12:20, 09.02.2018

კვლევითი ცენტრის The Heritage Foundation-ის ანგარიშის მიხედვით,  საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა.

კვლევის შედეგები მედიას  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ წარუდგინა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, ცენტრალურ და სამხრეთ აზიას, კვლევის მიხედვით აქ საქართველო ლიდერობს.

The Heritage Foundation-მა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 1995 წელს შექმნა და ყოველწლიურად ატარებს ეკონომიკური თავისუფლების კვლევას მსოფლიოს 180 სახელმწიფოში.

თავის მხრივ კვლევა დავოსის მსოფლიო ეკონომიკირი ფორუმისა და მსოფლიო ბანკის პროფილურ კვლევებს ეფუძნება.

მსგავსი