ჰეონ-მინ სონმა „ტოტენჰემში“ მე-100 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა „ლიდსს“ 3:0 მოუგო
ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა „ლიდსი“ და შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.
ლონდონელთაგან გოლები გაიტანეს ჰარი კეინმა პენალტით, ჰეონ-მინ სონმა და ტობი ალდერვეირელდმა.
სონისთვის ეს იყო მე-100 გოლი „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში. ამისთვის კორეელს 258 მატჩი დასჭირდა. სონი ლონდონური კლუბის ისტორიაში მე-18 ფეხბურთელია, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.
„ტოტენჰემს“ 16 მატჩის შემდეგ 29 ქულა აქვს და ლიდერ „ლივერპულს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.