ჰენრი კისინჯერი - პუტინს შესაძლოა, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდეს, თუ უკრაინაში ომი რუსეთს აიძულებს, უარი თქვას სამხედრო აგრესიაზე და დაეთანხმოს ევროპასთან სამშვიდობო შეთანხმებას
ჰენრი კისინჯერი - პუტინს შესაძლოა, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდეს, თუ უკრაინაში ომი რუსეთს აიძულებს, უარი თქვას სამხედრო აგრესიაზე და დაეთანხმოს ევროპასთან სამშვიდობო შეთანხმებას

ვლადიმერ პუტინს შესაძლოა, ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდეს, თუ უკრაინაში ომი რუსეთს აიძულებს, უარი თქვას სამხედრო აგრესიაზე და დაეთანხმოს ევროპასთან სამშვიდობო შეთანხმებას, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე მსურს რუსეთი, რომელიც აღიარებს, რომ ევროპასთან მისი ურთიერთობები დაფუძნებული უნდა იყოს შეთანხმებაზე და ერთგვარ კონსენსუსზე. მჯერა, ეს ომი მიღწევადს გახდის ამას, თუ ის სათანადოდ დამთავრდება“, – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.

კითხვას, შეძლებდა თუ არა პუტინი დარჩენას ხელისუფლებაში, თუ ომი ამ პირობებით დამთავრდებოდა, კისინჯერმა უპასუხა, რომ ეს წარმოუდგენელია.

ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინა გამოვიდეს ომიდან, როგორც ძლიერი დემოკრატია და სასურველია, თავიდან აიცილოს „რუსეთის დაშლა ან რუსეთის დაქვეითება შეურაცხმყოფელ იმპოტენციამდე“, რაც ახალი დაძაბულობის გაღვივების რისკებს აჩენს. კისინჯერმა პუტინი დაახასიათა, როგორც „დოსტოევსკის ტიპის ფიგურა, რომელიც გარემოცულია ამბივალენტურობითა და შეუსრულებელი მისწრაფებებით, რომელსაც შეეძლო მართვა, როგორც ლიდერს და „ზედმეტად“ გამოიყენა ძალაუფლება უკრაინასთან მიმართებით.

„ევროპა გახდება უფრო სტაბილური, მსოფლიო გახდება უფრო სტაბილური, როდესაც რუსეთი მიიღებს იმ ფაქტს, რომ მას არ შეუძლია, დაიპყროს ევროპა, მაგრამ ის უნდა დარჩეს ევროპის ნაწილად გარკვეული კონსენსუსით, როგორც ამას სხვა სახელმწიფოები აკეთებენ“, – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.