ჰენდერსონი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
ჰენდერსონი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„ლივერპულის” ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი 2019 წელს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ჩატარდა.

ჰენდერსონმა გაუსწრო „მანჩესტერ სიტის” ფორვარდს რაჰიმ სტერლინგს და „ტოტენჰემის” თავდამსხმელს ჰარი კეინს.

2019 წელს, ჰენდერსონმა შვიდი მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებში, ითამაშა ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში და გუნდთან ერთად გავიდა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გარდა ამისა, მან ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი „ლივერპულთან” ერთად მოიგო.

ქალებს შორის ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ლიონის” მცველი ლუსი ბრონზი.

დატოვე კომენტარი