ჰემილტონი სენას ოჯახს "მერსედესს" აჩუქებს
ჰემილტონი სენას ოჯახს "მერსედესს" აჩუქებს

“მერსედესის” პილოტმა ლუის ჰემილტონმა ჟურნალისტებს წარუდგინა საკუთარი ბოლიდის მინი-ვერსია, რომელზეც გამოსახულია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი აირტონ სენა. ჰემილტონი ამ მოდელს საჩუქრად გადასცემს ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის ოჯახს.
უფრო ადრე, სენას ოჯახმა ჰემილტონს აირტონის სარბოლო ჩაფხუტი აჩუქა.

ლუის ჰემილტონმა ამ სეზონში მეოთხედ მოიპოვა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

უახლოეს უქმეებზე, სან პაულუში გაიმართება ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი – ბრაზილიის გრანპრი და საჩუქრის გადაცემაც იქ მოხდება.