ფორმულა 1-ში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა, შესაძლოა, 2021 წელს დატოვოს „მერსედესი“ და იტალიურ საჯინიბო „ფერარის“ შეუერთდეს. ეს სენსაციური ამბავი იტალიურმა „გაძეტა დელო სპორტმა“ დაწერა.
წყაროს ცნობით, ბრიტანელი ორჯერ შეხვდა წლევანდელი სეზონის მსვლელობისას იტალიური გუნდის პრეზიდენტს ჯონ ელკანს, რათა განეხილა შესაძლო თანამშრომლობის ვარიანტები.
აღნიშნავენ, რომ 2017 წელს, მხარეებს შეეძლოთ მოლაპარაკება კონტრაქტის შესახებ, მაგრამ მაშინ „ფერარიმ“ სებასტიან ფეტელთან სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმება ამჯობინა. ახლა კი სიტუცია ძალიან შეიცვალა და 2021 წლის სეზონში „სკუდერია“ აპირებს გერმანელ პილოტთან გამოთხოვებას.
შეგახსენებთ, რომ ჰემილტონის კონტრაქტი „მერსედესთან“ და ფეტელის ხელშეკრულება “ფერარისთან” 2020 წლის ბოლოს იწურება.