ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მამაკაცმა დანით სამი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის პოლიციის სამმართველო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე კიდევ ოი ბავშვი იმყოფებოდა.
პოლიციაში აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ღონისძიებები ტარდება.