ჰელსინკიში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა გაიმართება

10:45, 06.11.2017

ჰელსინკიში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა დღეს გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას ბალტიის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები მიიღებენ.

ამ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. მინისტერიალზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ. მათ შორის ერთობლივ შესყიდვებთან და სწავლებებთან დაკავშირებით.

მოსალოდნელია, რომ მინისტრები საჰაერო დაზვერვის მონაცემების გაცვლასთან დაკავშირებით მემორანდუმსაც გააფორმებენ. დღესვე ფინეთში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის ოფიციალური ვიზიტი იწყება.

მსგავსი

ჰელსინკიში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა გაიმართება

10:43, 06.11.2017