ჰელსინკის კომისია – ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას, საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის
ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმაურება და ქართველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის გვერდზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
Congratulations to the people of Georgia on their historic achievement today in the Euros. Georgia is often underestimated, but we know its people are mighty and Georgia belongs in Europe. საქართველოს გაომარჯოს!
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 26, 2024