ჰელსინკის კომისია - სასიხარულოა, რომ შალვა პაპუაშვილი და ქართული პარტიათაშორისი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ესტუმრა
სასიხარულოა, რომ შალვა პაპუაშვილი და ქართული პარტიათაშორისი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ესტუმრა, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება კომისიის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„სასიხარულოა იმის დანახვა, რომ შალვა პაპუაშვილი და ქართული პარტიათაშორისი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ესტუმრა. ერთიანობა საერთო პრინციპების სამსახურში და რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინის ომის წინააღმდეგ, არის მნიშვნელოვანი და საქართველოს დაპირებული ევროატლანტიკური მომავლის მთავარი ნაწილი“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის სენატისა და კონგრესის ერთობლივი კომისია, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებში.