ჰეიკო მაასი - „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების“ შესანარჩუნებლად რუსეთმა Iskander M-ის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს
ჰეიკო მაასი - „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების“ შესანარჩუნებლად რუსეთმა Iskander M-ის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს

„ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების“ შესანარჩუნებლად რუსეთმა Iskander M-ის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ჰეიკო მაასის თქმით, შეთანხმების მოქმედების გახანგრძლივებისთვის გერმანია ყველა ზომას იღებს.

„შეთანხმება 30 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას ევროპაში და ჩვენ დაინტერესებული ვართ მისი შენარჩუნებით. ეს ეხება ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ რუსეთს აქვს ფრთოსანი რაკეტა, რომელიც შეთანხმებას არღვევს. შეთანხმების შესასრულებლად, რაკეტა დადასტურებულად უნდა განადგურდეს“ – აღნიშნა მაასმა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმება“ უნდა გაფართოვდეს და შეიარაღების კონტროლის ახალ საერთაშორისო ფორმაზე სხვა ქვეყნებმაც უნდა იზრუნონ.