HBO ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით მინისერიალს გადაიღებს
HBO ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით მინისერიალს გადაიღებს

HBO ჰოლივუდის ვარსკვლავის, ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით კიდევ ერთ მინისერიალს გადაიღებს. ინფორმაციას variety ავრცელებს.

ფილმის სახელწოდება The Undoing იქნება. სცენარზე დევიდ კელი და ბრუნა პაპანდრეა იმუშავებენ.

სერიალი წარმატებული თერაპევტის, გრეის საქსის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელსაც ჰყავს შვილი და  მოსიყვარულე ქმარი, აქვს საინტერესო პროფესია. თუმცა მას შემდეგ, რაც წიგნს – You Should Have Known გამოსცემს, გრეის საქსის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება.