გერმანულ კლუბ „ბაიერ ლევერკუზენის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი უახლოეს მომავალში შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილოთ, იტყობინება „სანი“. წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი 20 წლის გერმანელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და მზადაა, ფეხბურთელში 55 მილიონი ევრო გადაიხადოს.
2019/2020 წლების სეზონში ჰავერცმა 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიატანა 15 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ნახევარმცველს პორტალი „ტრანსფერმარკტი“ (Transfermarkt.com) 81 მილიონ ევროდ აფასებს.
ჰავერცის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.