ჰავანაში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმის საქმის გამოსაძიებლად აშშ-ში მაღალი დონის საგამოძიებო მოქმედებები იწყება
ჰავანაში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმის საქმის გამოსაძიებლად აშშ-ში მაღალი დონის საგამოძიებო მოქმედებები იწყება

ჰავანაში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმის საქმის გამოსაძიებლად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მაღალი დონის საგამოძიებო მოქმედებებს იწყებს, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტილერსონი სპეციალური საბჭოს დანიშვნას გეგმავს, რომელიც შეისწავლის საქმეებს, სადაც ამერიკელ დიპლომატებს საზღვარგარეთ ყოფნისას რაიმე სახის ზიანი მიადგათ.

ამ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, ჰავანაში მომხდარ ინციდენტს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროც იკვლევს.

კუბის მხარე კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს 24 ამერიკელი დიპლომატისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და თავის მხრივ გამოძიებას აწარმოებს.