ჰავაიზე ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჰავაიზე ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჰავაიზე ავიაკატასტროფის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე, კაუაიზე, მთიან ნაწილში მოხდა.

ავიაკატასტროფის დროს ვერტმფრენში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ერთს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა გახდა, რადგან კატასტროფის დროს კუნძულზე ძლიერი ქარი იყო.