ჰავაიში „ინსტაგრამის“ მეშვეობით ნიუ-იორკელი ტურისტის მიერ კარანტინის რეჟიმის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
ჰავაიში „ინსტაგრამის“ მეშვეობით ნიუ-იორკელი ტურისტის მიერ კარანტინის რეჟიმის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

ჰავაიში ნიუ-იორკელი ტურისტი დააკავეს, რომელმაც 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის რეჟიმი დაარღვია.

კანონდარღვევის ფაქტი ტურისტის „ინსტაგრამის“ მეშვეობით გამოავლინეს, სადაც ნიუ-იორკის მოქალაქემ ჰავაის ერთ-ერთ სანაპიროზე გადაღებული ფოტოები განათავსა.

ჰავაიში ამჟამად „კოვიდ-19“-ის 638 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 17 ფატალური. ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შტატში შემოსული ყველა ადამიანი ვალდებულია 14-დღიანი კარანტინი გაიაროს.

წესების დარღვევა 5000 დოლარიანი ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ჩვენ, როგორც აშშ-ს უმრავლესობა, ჯერ კიდევ პანდემიის გამოწვევებს ვუმკლავდებით, მაგრამ ახლა ჩვენ მოგზაურობას როგორც ვირუსის დაბრუნების საშიშროებას ისე აღვიქვამთ და გვირჩევნია, ხალხი აქ არ ჩამოვიდეს, ვიდრე მოგზაურობა ისევ უსაფრთხო არ იქნება“,- განაცხადა ჰონოლულუს მერმა, კირკ ქალდუელმა.