ჰავაიზე დასრულდა საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირი. ქალებს შორის ტრიუმფატორი გახდა ბელგიელი ელიზ მერტენსი, რომელსაც სამი სეტის ჩატარება დასჭირდა კანადელი ეჟენი ბუშარის დასამარცხელად.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში მერტენსმა ამერიკელი კრისტიან მაკჰეილი დაამარცხა, ბუშარმა – ესპანელი გარბინე მუგურუსა.
კაცების ტურნირში გაიმარჯვა იაპონელმა კეი ნიშიკორიმ, რომელმაც ორ ტაი-ბრეიკში სძლია კანადელ მილოშ რაონიჩს – 7:6(7), 7:6(5).