დოჰას ტურნირი მერტენსმა მოიგო
დოჰას ტურნირი მერტენსმა მოიგო

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ქალთა შორის პრემიერ (Premier) კატეგორიის ტურნირი დასრულდა, რომელიც მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა, ბელგიელმა ელიზ მერტენსმა მოიგო. ფინალში, ორი საათი და ექვსი წუთი ბრძოლის შემდეგ, მან სამ სეტში მოუგო პირველ ნომრად განთესილ რუმინელ სიმონა ჰალეპს – 3:6, 6:4, 6:3.

ბელგიელმა თამაშში გარდატეხა მას შემდეგ შეიტანა, რაც ჰალეპი 6:3, 2:0 იყო დაწინაურებული. მერტენსმა ბრეიკ-პიონტების შესანიშნავი რეალიზაცია აჩვენა – 10-დან შვიდი. ჰალეპმა კი 17-დან მხოლოდ ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ მერტენსმა დოჰაში რეიტინგის ტოპ-ათეულის სამი წევრი დაამარცხა. მან კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო, თუმცა, პირველად იმარჯვა პრემიერის კატეგორიის ტურნირზე.