ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

10:32, 12.08.2023

ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, ეს ხანძარი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაის შტატის ისტორიაში და აღნიშნა, რომ ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია.

ამასთან, მაუის ოლქის სახანძრო უფროსმა, ბრედფორდ ვენტურამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხანძრის სიჩქარე „თითქმის შეუძლებელს ხდიდა“ საგანგებო მენეჯმენტთან კომუნიკაციას, რომელიც, როგორც წესი, ევაკუაციის ბრძანებებს აძლევს.

ამ დრომდე მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო სამუშაოები.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.

მსგავსი