ჰასან რუჰანი - აშშ-ს ირანში დესტაბილიზაცია სურს, მისი მარიონეტი ქვეყნები პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ
ჰასან რუჰანი - აშშ-ს ირანში დესტაბილიზაცია სურს, მისი მარიონეტი ქვეყნები პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ

ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს ისლამურ რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს. ეს განცხადება ჰასან რუჰანიმ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე გააკეთა. მან აჰვაზში სამხედრო აღლუმზე მოწყობილი ტერაქტის დამფინანსებლად აშშ-ის მოკავშირე არაბული სახელმწიფოები დაასახელა.

„აშშ-ის მარიონეტი პატარა ქვეყნები პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ, ამის საშუალებას კი მათ ამერიკის შეერთებული შტატები აძლევს“, – განაცხადა რუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის „აგრესიულ“ ქმედებებს ინანებს, რადგან ირანი პასუხი „დამანგრეველი“ იქნება.

ამასთან, ტერაქტის შემდეგ, ირანის საგარეო უწყებაში სამი ევროპული სახელმწიფოს დიპლომატები დაიბარეს. დანიის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებს პროტესტი გამოუცხადეს იმის გამო, რომ ეს ქვეყნების ირანში ტერორისტებად აღიარებულ დაჯგუფებებს მფარველობენ.

ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აჰვაზში მოწყობილი ტერაქტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულიმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთები ჯერ არ არსებობს.