ჰასან რუჰანი - აშშ-მა გადაწყვეტილებები მთელი მსოფლიოს ნაცვლად არ უნდა მიიღოს
ჰასან რუჰანი - აშშ-მა გადაწყვეტილებები მთელი მსოფლიოს ნაცვლად არ უნდა მიიღოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილებები მთელი მსოფლიოს ნაცვლად არ უნდა მიიღოს, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის ახალ დოქტრინას ირანის პრეზიდენტი.

ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ირანისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ასეთი პოლიტიკა მიუღებელია.

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ირანს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ამასთან ერთად, სახელმწიფო მდივანმა დაასახელა 12 მთავარი მოთხოვნა, რომლებიც ირანმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს, თუ ახალი შეთანხმების გაფორმება სურს.

ბირთვულ საკითხთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები ირანს რეგიონში არსებული პოლიტიკის შეცვლას სთხოვს. მათ შორის არის სირიიდან ირანის სამხედრო შენაერთების გაყვანა და იემენის სამოქალაქო დაპირისპირებაში მეამბოხეების მხარდაჭერის შეწყვეტა.