ჰასან რუჰანი - აშშ ინანებს, თუ „ბირთვულ შეთანხმებას“ დატოვებს
ჰასან რუჰანი - აშშ ინანებს, თუ „ბირთვულ შეთანხმებას“ დატოვებს

აშშ ინანებს, თუ „ბირთვულ შეთანხმებას“ დატოვებს, – ამის შესახებ განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო გამოვლისას გააკეთა.

მისი თქმით, თეირანი ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ მზადაა.

„ჩვენ გვაქვს მომზადებული გეგმა, რომლითაც ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვუპასუხებთ. თუ აშშ დატოვებს ბირთვულ შეთანხმებას, ის ისე ინანებს, როგორც არასდროს. ეს ისტორიული სინანული იქნება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

რუჰანის თქმით, მან უკვე მისცა შესაბამისი მითითებები ირანის ატომურ სააგენტოს, რომელთა შესრულება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ვაშინგტონში „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმება უნდა გადაიხედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის მზადაა, აშშ-ს ეს ხელშეკრულება დაატოვებინოს. საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა 12 მაისს უნდა მიიღოს.