ჰასან როუჰანი - მეზობელი სახელმწიფოებიდან საფრთხე არც ერთ ქვეყანას არ უნდა ემუქრებოდეს
ჰასან როუჰანი - მეზობელი სახელმწიფოებიდან საფრთხე არც ერთ ქვეყანას არ უნდა ემუქრებოდეს

მეზობელი სახელმწიფოებიდან საფრთხე არც ერთ სახელმწიფოს არ უნდა ემუქრებოდეს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყნების დამოუკიდებლობის დაცვა და გეოგრაფიული საზღვრების შენარჩუნება რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

“სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი მხარე რეგიონში გეოგრაფიული საზღვრების შეცვლას ცდილობს და ჩრდილოეთ ერაყში დამარცხების შემდეგ, შეთქმულების გეგმას სირიის ჩრდილოეთში ადგენს“, – აღნიშნა როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტი სირიის საკითხზე სოჭში გამართულ მოლაპარაკებებსაც შეეხო და თქვა, რომ კონგრესი რეგიონული პრობლემების გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თავის მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის რეგიონში ახალი შეთქმულებების ორგანიზებაში და თურქეთ-ირანის მზარდი კავშირების ძირის გამოთხრის მცდელობაში დაადანაშაულა.