ჰასან როუჰანი - ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა
ჰასან როუჰანი - ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა.

„არ მჯერა, რომ ვინმე გაბედავდა მსგავს დანაშაულს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე. წარმოდგენაც კი არვის შეეძლო, რომ თანამედროვე ეპოქაში ასეთ მკვლელობას ვნახავდით“,-განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტმა დაგმო ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობა და მოუწოდა თურქეთს, დეტალურად გამოიძიოს მომხდარი.
„ვთხოვთ თურქეთის მთავრობას, გააგრძელოს გამოძიება და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს“,- განცხადა ირანის პრეზიდენტმა.