ჰასან როუჰანი - ირანს ომი, სანქციები და დაშინება არ სურს
ჰასან როუჰანი - ირანს ომი, სანქციები და დაშინება არ სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ირანთან მიმართებით თავიდანვე არასწორი იყო. ასე გამოეხმაურა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გამოსვლას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.

რიგით 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ჰასან როუჰანიმ ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბარს საკმაოდ დიდი დრო დაუთმო.

„ირანი კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცხადებს. ჩვენ არ გვსურს ომი, სანქციები, მუქარა და დაშინება. უბრალოდ კანონის შესაბამისად მოქმედება და ვალდებულებების შესრულება გვინდა“, – განაცხადა ირანის პირველმა პირმა.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ირანის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ლიდერის ქმედება დაბალი ინტელექტით ახსნა.

მულტილატერალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა სიძლიერე არ არის. ეს დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

ორ ქვეყანას შორის არსებულ მწვავე ურთიერთობასთან ერთად, ირანის პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ჰასან როუჰანი სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთობლივი უსაფრთხოებისთვის სპეციალური მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ამასთან ერთად, ისლამური რესპუბლიკის პირველმა პირმა ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში ნებისმიერის დივერსიულ დივერსიულ ნაბიჯზე საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო.