ჰასან როუჰანი - ირანის ნებისმიერ ნაწილში მითითებებს სერიოზულად თუ არ მოეკიდებიან, შეზღუდვები ისევ დაწესდება
ჰასან როუჰანი - ირანის ნებისმიერ ნაწილში მითითებებს სერიოზულად თუ არ მოეკიდებიან, შეზღუდვები ისევ დაწესდება

ირანში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე, შესაძლოა, შეზღუდვები ისევ დააწესონ. ამის შესახებ მოსახლოებას ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა განუცხადა.

„თუ ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში ამ მითითებებს სერიოზულად არ მოეკიდებიან და დაავადების გავრცელება ისევ პიკს მიაღწევს, შეზღუდვები ისევ დაწესდება. ეს საკითხი პრობლემებს შეუქმნის ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

დღეს ირანში „კოვიდ-19“-ის 3 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 30 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა რიცხვი კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 70-ით გაიზარდა და ახლა 8 012-ს აღწევს.