ჰასან როუჰანი - ირანი ბირთვულ შეთანხმებაში დარჩება, თუ სხვა ხელმომწერების მხრიდან სარგებელს მიიღებს
ჰასან როუჰანი - ირანი ბირთვულ შეთანხმებაში დარჩება, თუ სხვა ხელმომწერების მხრიდან სარგებელს მიიღებს

ირანი ბირთვულ შეთანხმებაში დარჩება, თუ კვლავ შეძლებს სხვა ხელმომწერების მხრიდან, გარანტირებულად მიიღოს სარგებელი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ეს შეთანხმება დატოვა. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონის გასვლა შეთანხმებიდან უკანონო იყო. ჰასან როუჰანი აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით მოგებული ვერც ამერიკის შეერთებული შტატები და ვერც სხვა ქვეყანა დარჩება.